Foto

პენტაგონის სპიკერი - ირანისა და მისი მარიონეტების მიერ ისრაელზე თავდასხმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს

ირანისა და მისი მარიონეტების მიერ ისრაელზე თავდასხმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება "'ჰეზბოლას" მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შემდეგ გაკეთდა. 

"მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო ირანის ლიდერებისა და სხვების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე. ჩვენ კვლავ მივიჩნევთ, რომ არსებობს თავდასხმის საფრთხე", - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.