რუსეთმა უკრაინაზე ღამის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კრივი რიჰში ერთ-ერთ სასტუმროზე განახორციელეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 ადამიანი.
კრივი-რიჰის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევგენი სიტნიჩენკოს ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დარტყმის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლები, მაღაზიები, კვების დაწესებულებები და ავტომობილები.
ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედროვოის ინფორმაციით, რუსეთის მიერ “შაჰიდებით“ თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press