ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მასიურ საჰაერო შეტევაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან ამ საკითხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ სირსკითან ისაუბრა.
"დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა ამ საკითხზე - განვიხილეთ ჩვენი პასუხი რუსეთს - მას ვამზადებთ. ჩვენს ქმედებებს რუსეთის გარკვეულ რაიონებში ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ ისე, როგორც უკრაინას სჭირდება. ბოლო 24 საათში უფრო მეტი კონტროლი გვაქვს, ასევე მორიგ ჯერზე გაიზარდა ტყვეების გაცვლითი ფონდი", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ 26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 236 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენა. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა.
თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press