ალასკაზე, ტურისტულ ქალაქ კეტჩიკანში მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 3 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად განადგურდა 5-მდე სახლი. დაახლოებით 40 საცხოვრებლიდან ევაკუაციის განკარგულებაა გაცემული.
"კეტჩიკანში ჩემი 65-წლიანი ცხოვრების განმავლობაში ასეთი მასშტაბის მეწყერი არასდროს მინახავს", - განაცხადა ქალაქის მერმა, დეივ კიფერმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არსებობს მეწყრის განმეორების საფრთხე, ამიტომ საგანგებო სამსახურები მზადყოფნაში არიან.
მეწყერი ალასკის ქალაქში ძლიერ წვიმას მოჰყვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press