Foto

ზაპოროჟიეში „შაჰიდებით“ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა 2 კი დაშავდა - უკრაინის სამხედრო ადმინისტრაცია

ზაპოროჟიეში "შაჰიდებით" თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და 2 დაშავდა ადამიანი, - ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ივან ფედოროვი Telegram-ზე წერს.

ფედოროვის ცნობით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა სახლები, ხოლო ხმელ ბალახს ღია ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა.

"რუსებმა, წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატებით ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რეგიონში შვიდი დარტყმა განახორციელეს . დაიღუპა ერთი და  დაშავდა 2 ადამიანი", - წერს ფედოროვი.