საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტის" ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა. ამის შესახებ ფრანგული მედია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთს ინსტიტუციური სტაბილურობა სჭირდება, მაგრამ მემარცხენეებს არ შეუძლიათ პარლამენტისგან ნდობის გამოცხადების მიღება.
"ჩემი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა არ იყოს ბლოკირებული ან შესუსტებული",- განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა აგრეთვე მემარცხენე ალიანსში შემავალ პარტიებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
საპასუხოდ, მემარცხენე ალიანსმა, "ახალმა სახალხო ფრონტმა", რომელმაც ივლისში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლებისკენ და მაკრონის იმპიჩმენტისკენ მოუწოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press