სუდანში კაშხლის გარღვევის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.
კაშხლის გარღვევის შედეგად განადგურებულია 20 სოფელი, 50 ათასამდე სახლი კი დანგრეული ან დაზიანებულია.
გაეროს განცხადებით, არბაატის კაშხალი წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქის, პორტ-სუდანის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მთავარი წყაროა.
კაშხლის დაზიანება დასახლებაში წყლის მიწოდების სერიოზულ პრობლემას შექმნის და ქვეყანაში, სადაც თვეებია, შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press