ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც “ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press