პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის დარტყმას 5 პალესტინელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბანაკზე დარტყმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ დარტყმის სამიზნე ტერორისტული ჯგუფის სამეთაურო ოთახი იყო.
ნურ შამსის ბანაკზე ისრაელმა ბოლო თვეებში იერიში რამდენჯერმე მიიტანა.
"ბეთლემის მახლობლად ისრაელელი მოსახლეების მხრიდან თავდასხმის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია 3 პალესტინელი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ცნობებს იკვლევენ“,- ნათქვამია პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press