Foto

ბულგარეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დანიშნა

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ქვეყანაში 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ამის  შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, რადევმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პოლიტიკური პარტიები სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ.

"პარლამენტში 27 აგვისტოს დიმიტარ გლავჩევის ხელმძღვანელობით ფიცს დადებს დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე უხელმძღვანელებს", - განაცხდადა რადევმა.

ბულგარეთში ეს მეშვიდე საპარლამენტო არჩევნები იქნება ბოლო 3 წლის განმავლობაში.