ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ქვეყანაში 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, რადევმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პოლიტიკური პარტიები სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ.
"პარლამენტში 27 აგვისტოს დიმიტარ გლავჩევის ხელმძღვანელობით ფიცს დადებს დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე უხელმძღვანელებს", - განაცხდადა რადევმა.
ბულგარეთში ეს მეშვიდე საპარლამენტო არჩევნები იქნება ბოლო 3 წლის განმავლობაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press