ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პეკინში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენს 5 ნოემბრის არჩევნების წინ ჩინეთთან დაძაბულობის შემცირება სურს. ბაიდენს ასევე სურს მოლაპარაკებების გაფართოება სამხედრო სფეროში, რითაც ვაშინგტონი იმედოვნებს კონფლიქტის პრევენციას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტაივანის სრუტე.
დღის წესრიგშიდგას ასევე ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მიღწევა და ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.
კერძოდ, აშშ-ს სურს ჩინეთმა მიიღოს პრევენციული ზომები ისეთი ქიმიკატების შემუშავებისას, რომლებიც შემდგომ ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის დასამზადებლად გამოიყენება.
მედიის ცნობით, სალივანთან მოლაპარაკებების დროს პეკინი აპირებს უკმაყოფილება გამოხატოს სამრეწველო პროდუქტებზე ამერიკის მიერ დაწესებულ ტარიფებთან და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მიკროჩიპების მწარმოებლებზე და ასევე გამოთქვას პრეტენზიები ტაივანთან დაკავშირებით.
ქვეყნებს ასევე განსხვავებული ხედვა აქვთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან და ღაზის ომთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა უფრო ფართო რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press