საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
განკარგულების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
„ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. მოგვიახლოვდა გადაწყვეტილების დღე, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხვედლობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია, ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press