Foto

აშშ მზად არის, ირანის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი დაიცვას - კირბი

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში  ისრაელი დაიცვას, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ თავდასხმის ალბათობის პროგნოზირება რთულია, მაგრამ თეთრი სახლი სერიოზულად ირანის რიტორიკას აღიქვამს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს“, - განაცხადა კირბიმ.