რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინიდან გამოშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟისა და როსტოვის რეგიონებში გაანადგურეს.
“ღამით კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით სცადა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რვა ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და ოთხი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press