Foto

„პოლიტიკო“ - ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები

ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Politico და "ოცნების" გეგმას კიდევ ერთხელ ეხმაურება. 
 
მედიის ცნობით, ევროკომისიის სპიკერ პიტერ სტანო ამბობს, რომ "ბრიუსელი "ოცნებისეული" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით შეშფოთებულია".

"ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად",- განაცხადა სტანომ.

სტატიაში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამას მაინც გააკეთებს, "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა".