რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნავთობბაზა იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ავრცელებს.
გოლუბევის თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, მონაცემები ზუსტდება და მსხვერპლი არ ყოფლა. ნავთობის საცავი, რომელსაც სავარაუდოდ ღამით უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, განაგრძობს წვას და კვამლი ნალექი ათეულ კილომეტრზეა გავრცელებული.
"ამ ბაზას 3 აგვისტოს ღამეს უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაშინ ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. ბაზიდან უკრაინის ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 30 კილომეტრია",- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსული წყაროები ამბობენ, რომ იწვის საწვავის საცავი "როსრეზერვის" "ატლასის ქარხანა". ნავთობის საცავი ეკუთვნის სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press