მექსიკის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ელჩებთან ურთიერთობა შეაჩერა. ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა.
მისი თქმით, მექსიკის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხია შეერთებული შტატების და კანადის ელჩების განცხადებებზე მექსიკაში დაგეგმილ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
ჩვენ გვაქვს პაუზა“,- განაცხადა ლოპეს ობრადორმა პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ ურთიერთობების შეჩერება ეხება საელჩოებს, საიდანაც კრიტიკა მოდიოდა და არა - ქვეყნებს.
სასამართლო რეფორმის გეგმა, რომელიც მექსიკის პრეზიდენტმა წარადგინა, ქვეყანაში პროტესტისა და გაფიცვების მიზეზი გახდა, ასევე გამოიწვია კრიტიკა ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press