Foto

იტალიაში, კაზერტის პროვინციაში მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება

იტალიის სამხრეთით, კაზერტის პროვინციაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როცა მეწყერი ჩამოწვა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარებს.

"ამასთან, ძლიერმა წვიმამ დააზარალა მილანისა და კომოს რეგიონებიც",- ნათქვამია ინფორმაციაში.