დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გერმანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს სტარმერის პირველი ორმხრივი ვიზიტია.
"ვიზიტის ფარგლებში სტარმერი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება", - ნატქვამია ინფორმაციაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვიზიტის წინ განაცხადა, რომ გერმანიასთან კავშირების გაძლიერება გადამწყვეტია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
ვიზიტის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press