ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის, ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ჯონსონი აღნიშნავს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დევნილი პოლიტიკოსია.
"დონალდ ტრამპი კვლავ რჩება ყველაზე დევნილ პოლიტიკოსად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არჩევნებამდე სულ რაღაც 70 დღით ადრე ჯეკ სმიტმა მორიგი ყალბი ბრალდება წამოაყენა. ამერიკელები დაიღალნენ ამ კორუფციული და სამარცხვინო სამართლიანობით. მათ იციან, რომ ამას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, ეს მხოლოდ პოლიტიკაა. ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს სახიფათო, დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და ამ გზით პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის. ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს. 5 ნოემბერი მალე არ დადგება", - წერს ჯონსონი X-ზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press