Foto

ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას - ზელენსკი

ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, მთელი ზეწოლა, რომელიც რუსეთში გადაიტანეს, ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ უფრო მეტი ზეწოლის გადატანა დონეცკის ოლქზე

"ვაგრძელებთ უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას. დღესაც, როგორც ყოველ სხვა დღეს, არის ჩვენი გაცვლითი ფონდის [ომის ტყვე რუსები] შევსება. მადლობა, მეომრებო! ეს არის ის, რაც დაგვეხმარება რუსული ტყვეობიდან ბევრი ჩვენი ადამიანის დაბრუნებაში. ახლა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მთელი ზეწოლა, რომელიც რუსეთში გადავიტანეთ, ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ უფრო მეტი ზეწოლის გადატანა ჩვენს დონეცკის ოლქზე",- განაცხადა ზელენსკიმ.