ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პირდაპირი დიალოგი გამართონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ი წერს, ამასთან დაკავშირებით პეკინში ვიზიტით მყოფმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვონ იმ მოლაპარაკებებისას იმსჯელეს.
თუმცა როდის გაიმართება ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის დიალოგის შესახებ მოლაპაკებები, ამ ეტაპზე უცნობია. ასევე ვიდეოზარის საშუალებით სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტი შედგება.
სალივანის ვიზიტი ჩინეთში 29 აგვისტოს სრულდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებებსა და, ასევე, თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press