Foto

მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან -სტოლტენბერგი

ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან უკრაინის მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაზრდილი საჰაერო იერიშების ფონზე, მოკავშირეებმა გაიმეორეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა,  ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინის დახმარებას იმ შეიარაღებითა და სამხედრო მასალებით გააგრძელებს, რომელიც მას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ სჭირდება.

"უკრაინა ყოველ დღე განაგრძობს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, რითაც უამრავ სიცოცხლეს არჩენს. მაგრამ უკრაინის უნარს, შეინარჩუნოს საკუთარი თავდაცვა, სჭირდება მზარდი მიწოდება და მეტი მხარდაჭერა. უკრაინის ბოლო იერიშის ფონზე, მოკავშირეებმა დღეს ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, გუშინ 28 აგვისტოს ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრა უკრაინის მოთხოვნით გაიმართა.