რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 5 რაკეტა და "შაჰიდის" ტიპის 74 თავდასხმის დრონი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ 2 რაკეტა და 60 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
"საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოვაგდეთ ორი X-59/69 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა და 60 "შაჰიდ-131/136" შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
როგორც უწყებაში ამბობენ, 3 Kh-59/69 ტიპის ფრთოსანი რაკეტა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ამავე ტერიტორიიდან უკრაინას თავს დაესხნენ 2 რაკეტით, რომელთა ტიპი ჯერ დადგენილი არაა.
საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ უკრაინის ცხრა რეგიონში: ხარკოვი, ჩერკასი, კიროვოგრადი, კიევი, პოლტავა, დნეპროპეტროვსკი, ხერსონი, სუმი და დონეცკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press