Foto

თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის" შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდია პარტიაში გაერთიანების მიზეზად ასახელებს იმ მიღებულ გამოცდილებას, რომელიც გახარიას გუნდთან ერთად პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს მიიღო და ამასთან ერთად, აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გიორგი გახარიას გუნდის აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია.

"ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენ გუნდს, ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული და გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს", - განაცხადა გახარიამ.