რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაველ პოპოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში პაველ პოპოვი პასუხისმგებელი იყო "პატრიოტის პარკის" მომსახურებაზე, რომლის ხარჯზეც ის გამდიდრდა, კერძოს მას ბრალად ედება პარკის ფულის გამოყენება მოსკოვის რეგიონში მდებარე მისი ნაკვეთისთვის სამშენებლო მასალებისა და "მატერიალური აქტივების" მიწოდებაში.
"სახლის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის შემდეგ, პოპოვმა განაგრძო პარკის ხარჯზე მისი დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მოვლა-პატრონობა", - ნათქვამია განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press