Foto

სი ძინპინი - ჩინეთი ამერიკასთან სტაბილური და მდგრადი ურთიერთობების მომხრეა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრაზე სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამერიკასთან სტაბილური და მდგრადი ურთიერთობების მომხრეა.

"პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის პოლიტიკა აშშ-თან მიმართებაში საკმაოდ თანმიმდევრულია, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობებში დიდი ცვლილებები მოხდა. ჩინეთი ერთგული რჩება აშშ-თან სტაბილური, ჯანმრთელი და მდგრადი ურთიერთობების მიმართ, რომელიც ურთიერთ პატივისცემაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზეა დამყარებული", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.