საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული მდგომარეობა პოკროვსკის მიმართულებითაა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
სირსკის თქმით, ზედიზედ რამდენიმე დღე მუშაობდა ბრიგადებში, რომლებიც ამ მიმართულებით თავდაცვას ახორციელებდნენ.
"ბრძოლა უკიდურესად მძიმეა. მტერი ბრძოლაში იყენებს ყველაფერს, რითაც თავდასხმა შეუძლია და ცდილობს, ჩვენი ჯარების თავდაცვა გაარღვიოს“, - აღნიშნა სირსკიმ.
სირსკის თქმით, ასეთ პირობებში უმთავრესი ამოცანაა ფრონტის ურთულეს სექტორებში ჯარების თავდაცვის გაძლიერება, ბრიგადებისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების მიწოდება
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press