ჟოზეფ ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებითშეგვიძლია.
"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომელშიც ის ღიად ამბობს, რომ შემაშფოთებელია საქართველოს ტრაექტორია, რომელიც შორდება ევროკავშირს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება შეგვიშლია მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებით: ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა და არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მოკლე ხანში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბოკუჩავამ ჟოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press