რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, პუტინი მონღოლეთში პრეზიდენტის, უხნაგიინ ხურელსუხის მოწვევით მიემგზავრება. სადაც ის მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომლებიც საბჭოთა და მონღოლეთის ძალების იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე გამარჯვებას ეძღვნება.
"მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და მონღოლეთის პრეზიდენტები განიხილავენ რუსეთსა და მონღოლეთს შორის საყოველთაო სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ასევე იმსჯელებენ აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვლადიმერ პუტინი ასევე შეხვდება მონღოლეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press