თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საუბრისას განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ მკაფიო არჩევანი - "დადგნენ ან ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე".
"საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთეს არჩევანი რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროტესტით მათ უთხრეს არა რუსულ კანონს და კი ევროპას! ახლა ჯერი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზეა და თითოეულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიო არჩევანი - დადგნენ ან ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით გადაარჩინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ან ივანიშვილის სურვილისამებრ დაასამაროს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ „თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონსთავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ,
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press