რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მონღოლეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო არ ღელავენ.
კრემლის წარმომადგენელს ჟურნალისტებმა კომენტარი იმ ფაქტის გამო სთხოვეს, რომ მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოა, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
“არა, ღელვა არ არის. ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“,- აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით 3 სექტემბერს ჩავა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press