უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონღოლეთს მოუწოდებს აღასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართალის სასამართლოს ნაკისრი ვალდებულები და დააპატიმროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
უკრაინის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობა "აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა და ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობისთვის მისი დაკავების ორდერი გასცა".
"უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანარჩენი წარმომადგენლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მონღოლეთში 3 სექტემბერს არის დაგეგმილი, ეს იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი რომის სტატუსის მონაწილე ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერი გაიცა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press