უკრაინელი სამხედროები ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში გარკვეულ მიმართულებებზე ორი კილომეტრით წინ წაიწიეს და 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
როგორც სირსკიმ აღნიშნა, უკრაინა კურსკის მიმართულებით შეტევით ოპერაციას აგრძელებს.
"კურსკის მიმართულებით გრძელდება შეტევითი ოპერაცია. დღე-ღამეში ჩვენი ძალები ცალკეულ მიმართულებებზე ორ კილომეტრამდე წინ წაიწიეს, კონტროლი დაამყარეს 5 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე", - განაცხადა სირსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press