უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ნაწილია.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას რუსეთის შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. როგორც ყველა სამხედრო ოპერაცია, ესეც რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა, როგორ დაიცვას თავი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press