უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ზელენსკის განკარგულებით, საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო დაინიშნა.
"გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩვენი ყველა სამხედრო მფრინავის, ინჟინრის, მობილური საცეცხლე ჯგუფების მეომრების, საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების. ყველასი, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის - შედეგისთვის. ეს საჭიროა ასევე სამეთაურო დონეზეც. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და დავიცვათ ხალხი. დავიცვათ პირადი შემადგენლობა. დავიცვათ ჩვენი ყველა მეომარი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press