მეხის დაცემის გამო სომხეთის ატომური ელექტროსადგური დროებით გათიშეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსპიკერის, სონა არუთიუნიანის თქმით, სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოსისტემიდან გამორთეს სისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომელიც მეხის დაცემამ გამოიწვია.
"30 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან გამოირთო ავარიული გაჩერების რეჟიმში. ამის მიზეზი გახდა მეხის დაცემა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სისტემებმა სადგური უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანეს", - წერს არუთიუნიანი "ფეისბუქზე".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press