დაუშვებელია სხვა სახელმწიფოებზე შეურაცხმყოფელი ენით საუბარი, განსაკუთრებით რუსეთზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ჰკითხეს, თუ რამდენად არის მზად ერევანი დაპირისპირებისთვის, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი ერევანს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.
"შესაძლოა არსებობდეს პრობლემები, მათზე საუბარი საჭიროა, აუცილებელია საკითხების წამოწევა, მაგრამ რომელიმე ქვეყანაზე ასეთი ლექსიკით საუბარი არასწორია. თუ ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაშინ თავად უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ არა სხვებისთვის, არამედ ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო არის აზროვნების სხვა სახე, სხვა აღქმა, სრულიად სხვა აზროვნების სიბრტყე, და თუ გვსურს გვქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, უნდა გადავიდეთ აზროვნების ამ დონეზე და იქ გავძლიერდეთ", - განაცხადა ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press