უკრაინის მხრიდან კურსკის ოლქზე თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, "უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ ტყვეები აჰყავს და მიწების დაკავება შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სურს".
"ძალიან რთულია იმის განსჯა, თუ რა მიზანი და ჩანაფიქრი ჰქონდათ უკრაინელებს. მაგრამ ახლა პოლიტოლოგები ამას განიხილავენ. თვით ზელენსკიმაც კი თქვა- მას ხანდახან ფროიდისეული აღიარებები წამოსცდება ხოლმე - რომ ეს მათ შემდგომი გაცვლებისთვის დასჭირდებათ.
ამიტომ თურმე ტყვეებიც აჰყავთ და კვადრატული კილომეტრების დაკავებაც სურთ. ეს ისე გულუბრყვილოდ და მიამიტურად ჟღერს. ჩვენი ტერიტორიის საკითხს არავისთან არ განვიხილავთ. ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ", - განაცხადა ლავროვმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press