Foto

მედია - რუსმა სამხედროებმა სუმიში ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი დაბომბეს - დაშავებულია 4 ადამიანი

რუსეთის ძალებმა სუმიში ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვია.

“დღეს, საღამოს მტერმა სარაკეტო დარტყმა სუმის სასწავლო დაწესებულების შენობაზე განახორციელა, სადაც სოციალურ-ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი და ბავშვთა სახლია განთავსებული. სარაკეტო დარტყმის შემდეგ ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“,- აღნიშნულია სუმის საოლქო ადმინისტრაციის განცხადებაში.