შეძრწუნებული ვარ ჰამასის 6 ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ეს ახალგაზრდა უდანაშაულო კაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან.
"შეძრწუნებული ვარ ჰამასის 6 ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს. ეს ახალგაზრდა უდანაშაულო კაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ჩვენ ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად", - განაცხადა ბორელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press