ღაზაში 6 მძევლის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს ღაზაში დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად.
“დემონსტრაციები გაიმართა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში.
ადგილობრივი მედიის შეფასებით, საპროტესტო აქციებში 500 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრანტებმა თელ ავივსა და იერუსალიმში გზები გადაკეტეს, იერუსალიმში კი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც გზები ჰქონდათ ბლოკირებული. ადგილობრივი მედია 29 დაკავებულის შესახებ იტყობინება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press