რუსების მიერ გაშვებული 22 რაკეტა და 20 დრონი გავანადგურეთ, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს.
უწყების ცნობით, 2 სექტემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 16 ბალისტიკური რაკეტა, 13 ფრთოსანი რაკეტა და 20 დრონი გაანადგურა.
"მტერმა ბალისტიკური, ფრთოსანი და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით განახორციელეს სარაკეტო შეტევა კიევის, სუმისა და ხარკოვის რაიონებზე, ასევე შეუტიეს "შაჰიდების" ტიპის თავდასხმის დრონებით სამხრეთიდან.
აღმოაჩინეს 58 საჰაერო სამიზნე - 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 23 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი:
16 "ისკანდერ-M/KN-23" ბალისტიკური რაკეტა; 14 "Kh-101" ფრთოსანი რაკეტა. 4 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300/S-400; 1 გაურკვეველი ტიპის რაკეტა; 23 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი. სხვადასხვა ეკიპაჟების საბრძოლო მუშაობის შედეგად, უკრაინის მხარის ცნობით, ჩამოაგდეს:
9 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-მ/KN-23"; 13 "Kh-101" ფრთოსანი რაკეტა; 20 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი "შაჰიდ-131/136", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press