ქალბატონ სალომეს თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ განაცხადა.
წულაია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს ამ შემთხვევაში საშუალება მიეცემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.
“ქალბატონ სალომეს თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი. მე არ ვარ პუტინის პატიმარი, მაგრამ ბერა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილის პატიმარი რომ ვარ, ამაში ვარ დარწმუნებული. ქალბატონ სალომეს ვთხოვ, შემიწყალეთ, რათა მომეცეს საშუალება ჩავერთო იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში ამ წუთას მიმდინარეობს",- აცხადებს გოგი წულაია.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსი გოგი წულაია სექსუალური ხასიათის ქმედებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
წულაია აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თავს პოლიტიკურად დევნილად თვლის. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press