რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, "სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ".
"უარგუმენტო, არაპროფესიონალური, არაგულწრფელი და მე ვიტყოდი მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩაუხერგონ გზა ევროპისკენ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველი ხალხი გადაარჩენს კონსტიტუციის 78-ე მუხლს საკუთარი არჩევანით 26 ოქტომბერს, გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას და კიდევ ერთხელ ივანიშვილს უკვე საკუთარი არჩევანით საარჩევნო ბიულეტენზე გააგონებს თავის ხმას, რომელიც პროტესტით არაერთხელ გააგონა, ეს არის - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press