აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) გაწევრიანებაა, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასათან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც შამბა აღნიშნავს, აფხაზეთის გაეროში გაწევრიანებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს დასავლეთის, კერძოდ, შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოლიტიკა.
"აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია... ცხადია, მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არავის გაუუქმებია", - განაცხადა შამბამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press