ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოფმა განაცხადა.
როგორც სხოფმა აღნიშნა, დახმარების პაკეტი ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე, ამასთან, პაკეტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინას წინსვლაში დავეხმაროთ. არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოყოფს. პაკეტი ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს“, - აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press