Foto

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება.

3 სექტემბერს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის მონღოლეთის ლიდერ უხნაგიინ ხურელსუხთან.