ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6 000-მდე პატიმარს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონის ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1 000 პატიმარი დატოვებს.
"ხვალ იქნება მორიგი სხდომა, ძირითადად ჩვენ ვისაუბრებთ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტუალურია ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6000-მდე პატიმარს.
აქედან 1000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5000 პატიმარი საპატიმროს დატოვებს სხვადასხვა დროს. ეს არის ყველაზე მასშტაბური ამნისტია და მიუხედავად სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც სასჯელის დანიშვნის დროსვე არის გათვალისწინებული", - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press